დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან, ერთი გორის ჰოსპიტალის ექთანია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
ახალი შემთხვევა ინფიცირებული ექიმ-ჰემატოლოგის კონტაქტია, რომელიც ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომელია.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორში „კოვიდ-19“-ით სამი მედმუშაკის ინფიცირება დადასტურდა. მათგან ორი გორის სამხედრო ჰოსპიტალის, ერთი კი სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექთანია.