ინდოეთში ზედიზედ მეექვსე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 60 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსი ქვეყანაში კიდევ 64 553 ადამიანს დაუდასტურდა.
ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად სულ 48 040 ადამიანი გარდაიცვალა.
ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყენაში აღრიცხულია 2,4 მილიონი ინფიცირებული.
აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 14 აგვისტოს მონაცემებით 661 595-ს შეადგენს.