logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი დემოკრატებს მოუწოდებს, შეისწავლონ, აქვს თუ არა კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება
- +

14 აგვისტო. 2020. 14:41

 

 

დონალდ ტრამპის თქმით, დარწმუნებული არაა, რომ კამალა ჰარისს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა დემოკრატებს, შეისწავლონ, თუ რამდენად შეესაბამება ჰარისის კანდიდატად წარდგენა კანონით დაწესებულ მოთხოვნებს.

 

ამ განცხადებით ტრამპი გამოეხმაურა სამართლის დოქტორ ჯონ ისტმენის მიერ „ნიუსვიკში“ გამოთქმულ აზრს, რომ დემოკრატების მიერ ვიცე-პრეზიდნეტის პოსტზე წარდგენილ კამილა ჰარისს ამ თანამდებობის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი მშობლები, ჰარისის დაბადების დროს, აშშ-ის მოქალაქეები არ ყოფილან.

 

შეგახსნებთ, ჰარისი იამაიკელი და ინდოელი მიგრანტების შვილია. ის კალიფორნიაში დაიბადა. კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატემა ჯო ბაიდენმა 11 აგვისტოს წარადგინა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner