logo_geo
eng_logo
მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 4000-მდე მოქალაქიდან ინფექცია 43 პირს დაუდასტურდა
- +

16 აგვისტო. 2020. 15:01

 

 

„ლენჯერის კლასტერი ორი ახალი კოვიდ-ინფიცირებულით გაიზარდა“, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მასიური ტესტირება მიმდინარეობს და ამ დროისთვის, 4000-მდე ადამიანის ბიოლოგიური მასალაა გამოკვლეული, მათგან 43 დადასტურებული შემთხვევაა.

 

„ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, კვლევებმა მოიცვა სრულიად მესტიის მუნიციპალიტეტი და ხდება სინჯების აღება. ყველა კარანტინში მოხვედრილ პიროვნებას აქვს იდეალური პირობები როგორც კვების, ისე საყოფაცხოვრებო. შეზღუდვა და რეგულაციები, რომელიც მოქმედებს მესტიის მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რადგან მოსახლეობა სრული გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner