logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი
- +

17 აგვისტო. 2020. 12:10

 

 

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1092-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 082 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner