სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ექვსი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ერთი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.
17 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია სულ „კოვიდ-19“-ის 41 701 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 71-ით გაიზარდა და ჯამში 34 655 შეადგინა.
ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 068 პაციენტი, მათგან 244 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.