გიორგი კვირიკაშვილი შპს. „შავი ზღვის ცემენტის" ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრება, რომელიც სენაკში, 12:00 საათზე გაიმართება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. დასაქმდება 500-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენაკში ასევე დაესწრება სახალხო დღესასწაულ „მარულას" და დაათვალიერებს აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც „ქართუ ჯგუფის» დახმარებით ხორციელდება. ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საკონდიტრო საწარმოს ,,ვესთ ჯორჯიან ბეიქერს" ეწვევა.
აჭარის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა- გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს სოფელ ციხისძირში სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის- "კასტელო მარე" ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაში. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე.