logo_geo
eng_logo
ბელარუსში რამდენიმე მსხვილი საწარმო გაფიცვას გეგმავს
- +

17 აგვისტო. 2020. 12:31

 

 

ბელარუსში რამდენიმე მსხვილი საწარმო გაფიცვას გეგმავს. მათ შორის არის „ბელარუსკალი“, „ნაფტანი“, მინსკის ტრაქტორის ქარხანა და ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა.

 

გაფიცვის მონაწილეები სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის შეწყვეტას, მოძალადეების დასჯას, ლუკაშენკოს გადადგომასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

 

დღეს დილიდან გაიფიცა ბელარუსის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის თანამშრომლების ნაწილიც. მანამდე მათ გაავრცელეს ხელმძღვანელობისადმი მიმართვა, რომელშიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვას ტელერადიოკომპანიის 1500 თანამშრომლიდან, ჯერ მხოლოდ 55-მა მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner