რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 892 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 17 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 927 745 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 736 101 გამოჯანმრთელდა.
რუსეთში კორონავირუსით 15 740 ადამიანი გარდაიცვალა.