მაშველებმა, მდინარე მტკვარში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
ამასთან, მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს ახალგაზრდა ქალის ცხედარიც. უწყებაში დაადასტურეს, რომ ის „ბაუჰაუს“-ბარის თანამშრომელი იყო.
შეგახსენებთ, თბილისში მდებარე „ბაუჰაუს“-ბარიდან ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 აგვისტოს შევიდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.