ბელარუსის ბრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მას შემდეგ, რაც ახალ კონსტიტუციას მიიღებენ.
ლუკაშენკოს თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები რეფერენდუმთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს.
„მოკლედ, ასე, ბიჭებო. ჩვენ ახალი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ. ეს არის ის, რაც თქვენ გინდოდათ. კონსტიტუცია რეფერენდუმზე უნდა მივიღოთ, რადგან წინა კონსტიტუცია ამ გზით მივიღეთ და ახალი კონსტიტუციით, თუ გსურთ, ჩავატაროთ საპრეზიდენტო, საკანონმდებლო და ადგილობრივი არჩევნები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.