ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. როგორც რუსული მედია წერს, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.
რუსულ მედიასთან საუბარში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ტარზან კოკოითი აცხადებს, რომ მანქანის მიმართულებით სამჯერ გაისროლეს. ერთი ტყვია მანქანის კარს მოხვდა.
რუსული მედიის ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად „სამართალდამცავები მუშაობენ“.