ყველაზე პოპულარული ბელარუსული კლუბის, ბორისოვოს ბატე-ს გენერალურმა დირექტორმა, მიხაილ ზალევსკიმ საპროტესტო აქციების დროს სპეცდანიშნულების რაზმის მოქმედებებისადმი პროტესტის ნიშნად პოლიციის ფორმა გადააგდო.
მიხაილ ზალევსკიმ 2020 წლის მარტში ბატე-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მიხეილ დემცევიჩი შეცვალა, სადაც „ბელარუსკი ნაროდნი ბანკიდან“გადავიდა. იგი ბავშვობაში ფეხბურთს ალექსანდრე გლებთან ერთად თამაშობდა.
ამასთან, ზალევსკის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიციას უკავშირდება. ის მინსკის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში ეკონომიკური დანაშაულობების სფეროში მუშაობდა, სადაც არაერთი გახმაურებული საქმე გახსნა. 25 წლის ასაკში, იგი პარიზანსკის ოლქის შინაგან საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და მინსკის ყველაზე ახალგაზრდა პოლიციის უფროსი გახდა.
ბატე-ს გენერალურმა დირექტორმა პოლიციის ფორმა გადააგდო, რომელსაც სახლში ინახავდა. მას ასეთი ქმედებისკენ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა – ბელარუსში სამართალდამცავი ორგანოები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით ბელორუსი დემონსტრანტების უკმაყოფილების დათრგუნვას ცდილობდნენ.
საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 ათასამდე ადამიანი დააკავეს და სცემეს, რამაც საერთო პროტესტი გაამძაფრა.
სპეცდანიშნულების პოლიციის და სხვა დანაყოფების მიერ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ. ზალევსკი, როგორც გადამდგარი პოლიციელი, ყოფილი კოლეგების სასტიკ ქმედებების მხარს არ უჭერს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა ნაგვის ურნაში გადააგდო.
ის პირველი არ არის, ვინც ამას აკეთებს. უამრავი სხვა მაგალითია ბელარუსში, როდესაც ყოფილი მედესანტეები, შინაგანი ჯარის თანამშრომლები და პოლიციელები ფორმას აგდებენ, რათა არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ძალოვანებთან, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ მხეცურად მოქმედებდნენ.