„უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია“, - კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია“,- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაუმჯობესდება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ბელარუსში არსებული სიტუაცია განიხილეს.