ინგლისის ჩემპიონის „ლივერპულის“ რიგებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, – დაწერა რამდენიმე ინგლისურმა წყარომ.
შემთხვევის შესახებ მორიგი ტესტირების შემდეგ გახდა ცნობილი. არ აზუსტებენ – დაინფიცირებული ფეხბურთელია თუ კლუბის თანამშრომელი. ამ მომენტისთვის მერსისაიდელები ავსტრიაში იმყოფებიან და იქ გადიან წინასასეზონო შეკრებას.
ამ სეზონში „ლივერპულმა“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება.