თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 263 ადამიანი დაინფიცირდა, 942 გამოჯანმრთელდა, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 251 805 ადამიანი დაინფიცირდა, 6 016 გარდაიცვალა, ხოლო 232 913 გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 703 პაციენტი.