logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტი: ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტაში შეღწევა ვლადიმირ პუტინმა შეუკვეთა
- +

19 აგვისტო. 2020. 11:56

 

 

 

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტაში შეღწევა პუტინმა შეუკვეთა. ამის შესახებ 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე მომზადებული ანგარიშის საბოლოო ვერსიაშია ნათქვამი.

 

კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ დემოკრატიული პარტიის სერვერებზე შეღწევის და პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის პირადი წერილების მოპარვის ბრძანება პირადად პუტინმა შეუკვეთა.

 

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსკოვი მიზანი კლინტონის კამპანიისთვის ზიანის მიყენება, მისი გუნდის დისკრედიტაცია, ტრამპის კამპანიის დახმარება და აშშ-ში დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა იყო.

 

სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დემოკრატმა სენატორმა, მარკ უორნერმა განაცხადა, რომ ანგარიში დონალდ ტრამპის თანაგუნდელებსა და რუს ჯაშუშებს შორის კონტაქტს ადასტურებს.

 

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ტრამპის რუსეთთან კავშირი გამოძიების დროს არ დადგინდა.

 

ანგარიშის მიხედვით, დონალდ ტრამპის გარემოცვიდან რუსეთის მხარესთან კონტაქტებს პოლ მანაფორტი ამყარებდა, რომელიც 2016 წელს ტრამპის საარჩევნო შტაბს მეთაურობდა. კერძოდ, მანაფორტი თანამშრომლობდა რუს მილიარდერ ოლეგ დერიპასკასთან და პოლიტტექნოლოგ კონსტანტინ კილიმნიკთან, რომელსაც სენატის ანგარიშში „რუსეთის დაზვერვის ოფიცერს“ უწოდებენ.

 

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთის დაზვერვის ძალისხმევას ასევე ეხმარებოდა ვებგვერდი „ვიკილიქსი“, რომელზეც 2016 წლის არჩევნების წინ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დოკუმენტები გამოქვეყნდა.

 

თავად ტრამპი აცხადებს, რომ სენატის დაზვერვის კომიტეტის ანგარიში არ წაუკითხავს და მას არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან და და უკრაინასთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner