logo_geo
eng_logo
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 1 967 ადამიანს დაუდასტურდა
- +

19 აგვისტო. 2020. 13:20

 

 

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

 

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 967 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა 28 პაციენტი.

 

ამრიგად, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, უკრაინაში აღრიცხულია 96 403 კოვიდინფიცირებული. მათგან 49 737 გამოჯანმრთელდა. 2 144 დაიღუპა.

 

ამჟამად კორონავირუსისგან მკურნალობს 44 522 ადამიანი.

 

ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა გამოვლინდა ხარკოვის, კიევისა და ლვოვის ოლქებში.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner