„ალექსანდრ ლუკაშენკომ სთხოვა პუტინს, გადაეცა ანგელა მერკელისთვის, რომ გერმანიის კანცლერი ბელარუსის საქმეებში არ ჩაერიოს“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა.
რუსულ მედიასთან საუბრისას ეისმონტმა განაცხადა, რომ ლუკაშენკო და პუტინი ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე კოორდინირებულად მოქმედებენ.
„მთავრია, ჩვენ არ გვსურს, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭიროს მათ, ვინც ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ სთხოვა რუს კოლეგას, მერკელისთვის გადაეცა, რომ გერმანია და მთელი დასავლეთ ევროპა არ უნდა ჩაერიოს ბელარუსის შიდა საქმეებში, როგორც ეს ახლა ხდება“, – განაცხადა ლუკაშენკოს პრესმდივანმა.