აშშ-ში, კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი.
ხანძრის შედეგად დამწვარია ათიათასობით ჰექტარი, სასოფლო სამეურნეო მიწები და ხე-ტყე.
„ეიბისის“ ინფორმაციით, კალიფრონიაში სამი დღის განმავლობაში მეხის დაცემის 11 ათასამდე ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობდა მაღალი ტემპერატურაც.საჭირო გახდა კალიფორნიის შტატის, სოლანოს ოლქის 8000-მდე მოსახლის ევაკუაცია.