უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად აგვისტოს დასაწყისში გაიზარდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 98 537 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 134 ადამიანი.