logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა
- +

20 აგვისტო. 2020. 14:13

 

 

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა, რომელიც 11 აგვისტოდან ლიეტუვაში იმყოფება. ლიეტუვის პრემიერმა ციხანოვსკაიას ბელარუსის ეროვნული ლიდერი უწოდა.

 

შეხვედრის შესახებ საულიუს სკვერნელისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

„შევხვდი ბელარუსის ეროვნულ ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. დავარწმუნე ის, რომ ლიეტუვა და ჩვენი უახლოესი პარტნიორები შექმნილ ვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს და მხარს უჭერენ ბელარუსის ხალხს დემოკრატიისკენ, თავისუფლებისა და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვაში. ვიმედოვნებ, რომ ის და მისი ოჯახი მალე შეძლებენ გაერთიანებას“, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner