logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში ჩასული ტურისტები სექტემბრიდან ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ
- +

20 აგვისტო. 2020. 14:37

 

 

ეგვიპტეში ჩასულ ყველა ტურისტს პირველი სექტემბრიდან კორონავირუსზე ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევს.

 

ამის შესახებ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა მადბულმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ზოგიერთ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას უკავშირდება“.

 

„დაინტერესებულები ვართ, ეგვიპტეში ჩამოსული მოგზაურებისა და ეგვიპტის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ტესტის გაკეთება ყველა მოგზაურს მოუწევს“, – განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა.

 

ეგვიპტემ საერთაშორისო ფრენები პირველი ივლისიდან ნაწილობრივ განაახლა. ამჟამად, უცხოელ ტურისტებს ეგვიპტის სამ პროვინციაში შეუძლიათ ჩასვლა. ესენია: სამხრეთ სინაი, წითელი ზღვა და მატრუჰი. ფრენების განახლების შემდეგ ჰურაგადასა და შამ-ელ-შეიხს 100 000 ტურისტი ეწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner