logo_geo
eng_logo
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდებენ, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპატიო პროფესორის წოდება ჩამოართვას
- +

20 აგვისტო. 2020. 15:00

 

 

უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგიონული პროფკავშირი „უნივერსალური სოლიდარობა“ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწოდებს, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპატიო პროფესორის წოდება ჩამოართვას.

 

„ამ მაღალი წოდების მფლობელები პირობას იძლევიან, რომ გაატარებენ მშვიდობის იდეებს და ემსახურებიან მეცნიერებას და განათლებას. ლუკაშნეკომ ეს პირობა დაარღვია, და ამიტომ საპატიო პროფესორის წოდება უნდა ჩამოართვან“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

პროფკავშირმა ამ მოთხოვნით ღია წერილი გამოაქვეყნა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ მოთხოვნას. წერილს ხელს ათეულობით ადამიანი აწერს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner