logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი: ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, რომ ნავალნის სხვა კლინიკაში გადაყვანა არ შეიძლება
- +

21 აგვისტო. 2020. 11:22

 

 

​ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

 

„მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. გადაყვანაზე უარი და აკრძალვა ნიშნავს, რომ ალექსეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ომსკის საავადმყოფოში დარჩენა აღჭურვილობის გარეშე, დიაგნოზის გარეშე, ამ მდგომაროებაში სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს“, – წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად გერმანიიდან თვითმფრინავი გაგზავნეს.​ ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner