ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსი ოპოზიციონერის, სერგეი ნავალნის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„მთავარმა ექიმმა თქვა, რომ ნავალნის ტრანსპორტირება არ შეიძლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასტაბილურია. გადაყვანაზე უარი და აკრძალვა ნიშნავს, რომ ალექსეის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ომსკის საავადმყოფოში დარჩენა აღჭურვილობის გარეშე, დიაგნოზის გარეშე, ამ მდგომაროებაში სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს“, – წერს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნის გერმანიაში გადასაყვანად გერმანიიდან თვითმფრინავი გაგზავნეს. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვიტოს მოხვდა. წინასწარი ვერსიით, ის მოწამლულია.