logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: აშშ ალექსეი ნავალნის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება
- +

21 აგვისტო. 2020. 11:23

 

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ თვალს ვადევნებთ მომხდარს. ამის შესახებ ინფორმაციას მომაწვდიან“, – განაცხადა ტრამპმა.

 

მოგვიანებით, ნავალნის შესაძლო მოწამვლის შესახებ კომენტარი გააკეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ო’ბრაენმა.

 

„მომხდარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პირველ რიგში, ნავალნის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. როგორც ვიცით, ის უახლოეს ხანში შესაძლოა, გერმანიაში გადაიყვანონ, სადაც მკურნალობის კურსს გაივლის და იმედი მაქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად აღდგება“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ცნობებით, ის შესაძლოა, მოწამლული იყოს. ამჟამად ნავალნი კომაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ნავალნის უახლოეს ხანში თვთმფრინავით გერმანიაში გადაიყვანენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner