უნგრეთში საზღვრებზე კონტროლი 1 სექტემბრიდან გამკაცრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო ინტერვიუში განაცხადა, მიზეზად ორბანი „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების თავიდან აცილებას ასახელებს.
„როდესაც სასკოლო წელი დაიწყება, ჩვენ ვეღარ შევძლებთ, რომ საზღვრების გადაკვეთის იმ სისტემით ვიმუშაოთ, რომელიც ზაფხულში გვქონდა“, – განაცხადა ორბანმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, არსებული რეგულაციებით უნგრეთში 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა ყველა იმ ქვეყნიდან მომავალი მგზავრისთვის, სადაც „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მაღალია.
კარანტინის თავიდან აცილება მხოლოდ „კოვიდ-19“-ის ორი უარყოფითი ტესტის პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება.