logo_geo
eng_logo
ჰონგ-კონგში სექტემბრიდან კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყება
- +

21 აგვისტო. 2020. 14:25

 

 

ჰონგ-კონგში პირველი სექტემბრიდან კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყება.

 

ქვყანაში ტესტირება ჩინეთის ჯანდაცვის 60 მუშაკის დახმარებით ჩატარდება.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგს კორონავირუსთან გამკლავების პროცედურებში ეხმარება.

 

ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის თქმით, ტესტირებები ნებაყოფლობითი იქნება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

როგორც „როიტერი“ წერს, ჰონგ-კონგში ივლისის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობამ ისევ იკლო.

 

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ჰონგ-კონგში კორონავირუსით 4 600 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 75 გარდაიცვალა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner