logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: ჩვენ ამ არეულობას გვიმზადებდნენ, ყველაფერს გეგმავს და წარმართავს აშშ, ევროპელები კი ხელს უწყობენ
- +

21 აგვისტო. 2020. 16:23

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის დაგეგმილია. როგორც ბელარუსული სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ლუკაშენკომ ერთ-ერთი აგროკომბინატის თანამშრომლებთან შეხვდრისას განაცხადა.

 

„ჩვენ ამ არეულობას გვიმზადებდნენ. რუსეთს კი ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. ამ ყველაფერს გეგმავს და წარმართავს აშშ, ევროპელები კი ხელს უწყობენ. იტყვიან ასე, გააკეთებენ ასე. შექმნილია სპეციალური ცენტრი ვარშავასთან. ჩვენ ვაკონტროლებთ და ვიცით, რას საქმიანობს ის“, – განაცხადა ბელარუსის პეზიდენტმა.

 

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მისი მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ბიულეტენების ხელახლა დათვლას ითხოვდნენ, თუმცა შემდეგ ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, რადგან გააცნობიერეს, რომ 80 პროცენტის გაყალბება შეუძლებელია.

 

„ესმით, რომ 80 პროცენტის გაყალბება შეუძლებელია. მაინც წააგებენ. ამბობენ, მოდით, ახალ არჩევნებზე წავიდეთ. თქვენ გესმით, რას ნიშნავს, კიდევ ნახევარი წელი ვიყოთ ამ საქმებით დაკავებული? ყველაფერს თავდაყირა დააყენებენ, ზოგიერთ მუშასაც კი გონება აურიეს. რატომ უნდა ვიცეკვოთ ვინმეს დაკრულზე?! ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები. მოდით, მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გინდათ დიალოგი? აი, მე დიალოგს თქვენთან ვაწარმოებ. მე დიალოგს მხოლოდ შრომით კოლექტივთან ვაწარმოებ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner