logo_geo
eng_logo
სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა ეს მისთვის უსაფრთხო იქნება
- +

21 აგვისტო. 2020. 17:40

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსში მაშინ დაბრუნდება, როცა ეს მისთვის უსაფრთხო იქნება. ამის შესახებ ტიხანოვსკაიამ ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

 

ამასთან, როგორც ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, ბელარუსის ხალხს სურს ახალი არჩევნები, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

 

ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია 11 აგვისტოდან ლიეტუვაში იმყოფება.

 

„როიტერის“ ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ საპროტესტო ტალღის მიუხედავად, ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner