„ეს არეულობა მოგვიწყვეს. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. დასავლეთი, როგორც ვხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ჩაბმას ცდილობდა“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ და დასავლეთის ქვეყნები ბელარუსში მიმდინარე არეულობის უკან დგანან.
„მთელი არეულობის უკან ისინი იდგნენ. რუსეთს ჩვენი დაკარგვის ეშინოდა. დასავლეთი, როგორც ვხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ჩაბმას ცდილობდა. მათ სურთ ბალტიისა და შავი ზღვების კორიდორის შექმნა, ე.წ სანიტარული კორდონის მოწყობა - ბალტიის სამი ქვეყნის, ჩვენი და უკრაინის გამოყენებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუსში მიმდინარე არეულობას აშშ გეგმავს და აკეთებს, ევროპელები კი მათ თამაშს თამაშობენ.
„ყველაფერს აშშ გეგმავს და მართავს, ევროპელები კი მათ თამაშს თამაშობენ. ვარშავასთან ახლოს სპეციალური ცენტრიც კი დააფუძნეს. სრულიად შესწავლილი გვაქვს იქ რასაც აკეთებენ. როდესაც ახლომახლო არეულობაა და ტანკები გადაადგილებას იწყებენ და თვითმფრინავები დაფრინავენ, განა ეს დამთხვევაა?“ - განაცხადა ლუკაშენკომ.