ინდოეთში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 3,1 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაშ კორონავირუსის 61 408 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 836 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განახლებული მონაცემებით, ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით 3 106 348 ადამიანი დაინფიცირდა. ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 57 542-ს აღწევს.