logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა თურქ კოლეგას შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა
- +

25 აგვისტო. 2020. 18:50

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლეთ ჩავუშოღლუს შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მადლობის წერილი მინისტრმა „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

 

„მადლობას ვუხდი თურქ მეგობრებს მათი გულწრფელი სამძიმრისთვის ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ, მათმა სულებმა მშვიდობით განისვენოს. ძალიან ვაფასებ თქვენს თანაგრძნობას“ , – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner