logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი: ბელარუსს არ ვუსურვებდი იმავე მოვლენებს, რაც ჩვენ 2014 წელს გვქონდა
- +

26 აგვისტო. 2020. 12:33

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არ უსურვებს ბელარუსს ისეთ მოვლენებს, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში განვითარდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეკომპანია „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„არ ვუსურვებდი მათ იმავე მოვლენებს, რაც ჩვენ 2014 წელს გვქონდა. არ მინდა, რომ ბელარუსები იღუპებოდნენ, რომ მათ კლავდნენ ან მთავრობის მეირ გამოწვეულ რამე სხვა სერიოზული სისხლისღვრა მოხდეს. არ მინდა ეს და ამიტომ, ბელარუს ხალხს ასეთ სცენარს არ ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ ჯერ გვიანი არ არის, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ დიალოგი დაიწყოს, რათა სიტუაცია მოგვარდეს ამა თუ იმ გზით. შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. საუბარი არა შედეგზეა, არამედ შედეგამდე მისასვლელ გზაზე. ეს გზა არ უნდა იყოს სისხლიანი. გულწრფელად გეტყვით, თუმცა არა როგორც უკრაინის პრეზიდენტი. მე აბსოლუტურად არ მინდა ბელარუსის არჩევნებში ჩარევა და ამას არ გავაკეთებ. უკრაინა არ ჩაერევა. ეს მათი შიდა საქმეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

შეკითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ის ალექსანდრ ლუკაშენკოს ადგილზე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით ჩატარდებოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner