რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 115 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 26 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 970 865 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 786 150 გამოჯანმრთელდა.
რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 16 683 ადამიანი გარდაიცვალა.