logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი
- +

26 აგვისტო. 2020. 13:35

 

 

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 251-ია.

 

26 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 43 067 შემთხვევა. მათგან ჯამში 36 726 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 125 პაციენტი, მათგან 264 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner