logo_geo
eng_logo
ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი თანამდებობიდან გადადგა
- +

27 აგვისტო. 2020. 11:52

 

 

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი ფილ ჰოგანი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ, რაც ირლანდიის მთავრობამ ის კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული ზომების დარღვევაში დაადანაშაულა. ფილ ჰოგანი 19 აგვისტოს ვახშამს ესწრებოდა, სადაც მასთან ერთად კიდევ 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

 

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის წუხს, რომ მისმა მოგზაურობამ ირლანდიაში ასეთი შეშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, აღნიშნავს, რომ მას ზომები არ დაურღვევია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner