ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩარჩში ორ მეჩეთზე თავდამსხმელს, ბრენტონ ტარანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს ახალი ზელანდიის ისტორიაში ყველაზე მკაცრი სასამართლო განაჩენია.
ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი დამნაშავედ ცნეს 51 ადამიანის მკვლელობაში და 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში, ასევე ტერაქტის მოწყობაში.
როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.
თავდასხმა ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩარჩში 2019 წლის მარტში მოხდა. ბრენტონ ტარანტმა ლოცვის დროს ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნა. ექსტრემისტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავდასხმის პირდაპირ ტრანსლირებას ახორციელებდა. ტერაქტის შემდეგ ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ იარაღის ფლობის წესები გაამკაცრა.