logo_geo
eng_logo
პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით გაიცემა
- +

27 აგვისტო. 2020. 12:28

 

 

 

პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით, პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგია, მობილობა, რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ყველამ ერთ დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც მთავარია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს გავრცელება განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში“,- აღნიშნა გახარიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner