„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება საზღვარზევე დაკავების პროცედურა და საპატიმრო“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძებნილია და მის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი.