ღაზას სექტროში მკაცრი კარანტინის რეჟიმი სამი დღით გაახანგრძლივეს. „ბიბისი“ წერს, რომ ღაზის სექტორში დაიხურება მეჩეთები, სკოლები და სხვადასხვა ბიზნესები, ხოლო მოსახლეობისთვის სახლის დატოვება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაშია რეკომენდებული.
ღაზას სექტროში 48-საათიანი კარანტინი „კოვიდ-19“-ის პირველი ადგილობრივი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ დააწესეს, მას შემდეგ ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 20 დაინფიცირდა.
მთავრობის სპიკერის განცხადებით, ღაზის სექტორში კორონავირუსის პირველი ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა ლტოლვილთა ერთ-ერთი ოჯახში დაფიქსირდა.
ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლტოლვილთა მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებლების, სამკურნალო დაწესებულებების სიმცირისა და სიღარიბის გამო, „კოვიდ-19“-ის გავრცელება განსაკუთრებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.