სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის შედეგად კიდევ ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
საერთო ჯამში სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით ინფიცირების 43 451 შემთხვევა გამოვლინდა.
ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 5 052 პაციენტი.
რაც შეეხება დაღუპულების საერთო რიცხვს, როგორც სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, უშუალოდ „კოვიდ-19“-ის შედეგად 869 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, კიდევ 266 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადებები იყო.