აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის ძალების მეთაურის გენერალ ყასემ სოლეიმანისს ლიკვიდაცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიღწევად დაასახელა.
ამის შესახებ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გავანადგურეთ ისლამური სახელმწიფოს ხალიფატის 100 პროცენტი და მოვკალით მისი დამფუძნებელი და ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. შემდეგ, ცალკე ოპერაციისას ჩვენ მსოფლიოში ნომერი პირველი ტერორისტის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია განვახორციელეთ.
წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მე ამერიკას ახალი ომები ავაცილე თავიდან და ჩვენი ჯარები სახლში ბრუნდებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.