პოლონეთი 46 ქვეყნიდან რეისებს აღარ მიიღებს. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამუშაო ვერსიას პოლონური მედია ავრცელებს. ამ ნუსხაში საქართველო არ არის.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო მიიღო.
46 ქვეყანას შორისაა: აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, რუმინეთი, მალტა, ლუქსემბურგი, ისრაელი და ა.შ.
როგორც „ტივიენ 24“ იუწყება, მთავრობის დადგენილების პროექტი 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. ახალი წესები ძალაში ორი სექტემბრიდან შევა.
პროექტში ნათქვმია, რომ ფრენების აკრძალვა არ შეეხება სპეციალური შეკვეთით და პრემიერ-მინისტრის თანხმობით შესრულებულ რეისებს.
კანონპროექტის საბოლოო ვერსია, სავარაუდოდ, პირველ სექტმებერს გამოქვყენდება.