ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე.
„მისასალმებელი არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, მაგრამ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე პირიქით, შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესი სწრაფად არ მოხდება, წლებიც კი სჭირდება იმას, რომ ეს გაფორმდეს. გამორიცხული არ არის, ამ პროცესის განმავლობაში კიდევ ცვლილებები მოხდეს.
ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება, ვიდრე ბრიტანეთისთვის.
ევროკავშირი და ევროპისკენ ლტოლვა საქართველოსთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.