logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: ევროპისკენ ლტოლვა საქართველოსთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება
- +

ავტორი ანა ფერაძე

25 ივნისი. 2016. 18:11


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ „რეპორტიორთან" დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე.


 

„მისასალმებელი არ არის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, მაგრამ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე პირიქით, შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს.

 

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პროცესი სწრაფად არ მოხდება, წლებიც კი სჭირდება იმას, რომ ეს გაფორმდეს. გამორიცხული არ არის, ამ პროცესის განმავლობაში კიდევ ცვლილებები მოხდეს.

 

ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს გაერთიანება, ვიდრე ბრიტანეთისთვის.

 

ევროკავშირი და ევროპისკენ ლტოლვა საქართველოსთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო და იქნება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner