ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ წერს, რომელსაც ამერიკელი ამომრჩევლის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამერიკელები კონგრესმენს ურჩევენ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე მეტად საკუთარი შტატის პრობლემებზე იფიქროს.
გავეცანით კონგრესმენ ადამ კინზინგერის ტვიტერში დაწერილს: შეშფოთებას გამოვხატავ ზოგიერთების მიერ გავრცელებული აშკარა დეზინფორმაციის გამო, რომელიც ამტკიცებს, რომ აჭარას თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება... იმედია, საქართველოს არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება.
თუმცა, ერთეულებმა მიაქციეს ყურადღება, თუ რა დაუწერა ამ სტატუსს ქვეშ უამრავმა ამერიკელმა. ამონარიდი:
- რას ბოდავ? ამერიკის კარს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე იზრუნე თვალთმაქცო!
- შენი ოლქის ამომრჩევლებზე იზრუნე ჯერ, ნუ მიედ-მოედები!
- ამერიკელებზე უნდა იყო შეშფოთებული და არა სხვებზე! ჩვენ მიერ ხარ არჩეული.
- რუსეთის ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევას მიაქციე ყურადღება! შენი სამშობლო აქაა.
- ჩემი სამარცხვინო წარმომადგენელი ხარ კონგრესში, რუსეთის აქ ჩარევას რომ აიგნორებ.
- ილინოისის შტატიდან ხართ არჩეულნი და არა საქართველოს რესპუბლიკიდან!
- ამერიკის უმწვავეს საშინაო პოლიტიკას მიხედე და სხვაგან, ნუ გარბიხარ!
- ტრამპს მიხედე, სულელო!
- ეს გოგლი-მოგლი აღარაა ასარჩევი!
- თქვენ საარჩევნო ოლქში რა პრობლემებია, იცით საერთოდ?
- ტრამპმა ჩვენ სამხედროებს შეურაცხყოფა მიაყენა და თქვენ სირაქლემას პოზაში ხართ.
- ჯორჯიის შტატის არჩევნების ბედზე მაინც გეზრუნა.
- ანგარებიანი ანეგდოტი ხარ, ილინიოსი არ იმსახურებს შენისთანა წარმომადგენელს!
და ა.შ. პლუს გინების ნიაღვარი