logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა
- +

5 სექტემბერი. 2020. 02:24

 

 

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს ", - განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე.

 

 

აბასთუმანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამბულატორიას და იგეგმება სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა.

 

 

აბასთუმნის შემდეგ შეხვედრა ურთაშიც გაიმართა: აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

 

 

საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელმაც მძიმე პირობების მქონე ბევრ ოჯახს შესაძლებლობა მისცა ახალ სახლებში ეცხოვრა”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

შეხვდრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner