„ეს იყო სრული აბრაკადაბრა, მოწყვეტილი არსებული რეალობიდან, არა რაიმე სერიოზულ გათვლებზე, ან სცენარებზე დაფუძნებული, მით უმეტეს, პოსპანდემიური პერიოდის რეალობიდან გამომდინარე, არამედ წმინდა საარჩევნო პოპულიზმზე, და დემაგოგიაზე თუ როგორ განვითარდება აგრო სექტორი, ტურიზმი და ა.შ“ - ასე აფასებს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ლელოს“ ე.წ. მარშალის გეგმას.
„ახლა ვუსმენდი "ლელოს" პრეზენტაციას "მარშალის გეგმაზე", რა უნდა ითქვას და რითი უნდა გაგახაროთ?, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ ქართულ ოპოზიციას არანაირი ალტერნატივის შეთავაზება არ შეუძლია!.
ბატონმა ხაზარაძემ დაასწრო რა სხვა ძირითად ოპოფლანგებს, პირველ რიგში ნაციონალებს და ევსაქებს , ალბათ, მისივე გათვლით, ფურორის მოხდენას შეეცადა.
მყვირალა სათაურიც ამის მიხედვით შეარჩია -"მარშალის გეგმის" სახით.
ზოგადად როდესაც რაიმე უკვე მომხდარი ეპოქალური მოვლენის ანალოგის მოყვანით გსურს ეფექტის მოხდენა, სულ მცირე ამ მოვლენასთან ახლოს მაინც უნდა იყოს შენი შემოთავაზება.
მარშალის გეგმა იყო სულ სხვა დროში და სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში დამდგარი გეოპოლიტიკური გეგმა, რომელიც შეიმუშავა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა ექსპანსიის შესაკავებლად და ევროპის ეკონომიკების მხარდასაჭერად, სადაც კომუნისტური მოძრაობები საკმაოდ გაძლიერებული იყვნენ. მართალია მას ოფიციალურად მოიხსენიებენ ევროპის რეკონსტრუქციის გეგმის სახელით, მაგრამ რეალური გეოპოლიტიკური კოდი სულ სხვა იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ მას სახელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივისაცემად ეწოდა, ხოლო ეს გეგმა აშშ -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოყო შემუშავებული. ამ გეგმის მაშტაბები, რომ შევაფასოთ მისი საერთო ღირებულება დღევანდელი ღირებულებით 130 მლრდ აშშ დოლარი იყო.
თუ თვალს გადავავლებთ იმ ქვეყნების სიას რომელმაც ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს ეს ცხადი ხდება. დიდ ბრიტანეთს თავი, რომ დავანებოთ როგორც აშს-ის ნომერ პირველ მოკავშირეს ევროპაში, ესენია მაშინდელი კომუნისტური ფლანგის მქონე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა -იტალია, საფრანგეთი, შვეცია, საბერძნეთი და თურქეთი. გერმანიას სიულაც რომ თავის დავანებოთ, რომლის მეორე ნაწილი საბჭოთა მართველობის ქვეშ იყო გადასული.
აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოში პოლიტიკურ მოძრაობას, რა სახის ამბიციური გეგმაც არ უნდა ჰქონდეს, უბრალოდ ვერ იქნება ამ სახელწოდების ადექვატური. სხვა დანარჩენი, რაც ამ პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი, ეს იყო სრული აბრაკადაბრა, მოწყვეტილი არსებული რეალობიდან, არა რაიმე სერიოზულ გათვლებზე ან სცენარებზე დაფუძნებული, მით უმეტეს პოსპანდემიური პერიოდის რეალობიდან გამომდინარე, არამედ წმინდა საარჩევნო პოპულიზმზე, და დემაგოგიაზე თუ როგორ განვითარდება აგრო სექტორი, ტურიზმი და ა.შ.
ამიტომაც ახლა ამ პროგრამის განხილვას უბრალოდ აზრი არა ქვს, რადგან თავად ამ გეგმის სათაურის ამოგლეჯილ კონტექსტს სულაც თავიც, რომ დავანებოთ ცარიელი ციფრებით და სურვილებით, არც ეკონომიკა და არც სოფელი არ შენდება!
ისე, არც ქართველი ამომრჩეველია ეგრე მიამიტი, მსგავს დემაგოგიურ შედევრებზე რომ იყოს გამოკიდებული!. ამ ახლად გამომცხვარი პოლიტიკური ძალის რეალური დაბალი რეიტინგიც ამას აჩვენებს!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.